ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლევან მახაშვილი – როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს

ლევან მახაშვილი – როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვინც საკუთარ პოზიციას და საჯარო ფინანსებს ბოროტად იყენებს, ადრე თუ გვიან, მასთან კანონი მივა და მათ პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვინც საკუთარ პოზიციას და საჯარო ფინანსებს ბოროტად იყენებს, ადრე თუ გვიან, მასთან კანონი მივა და მათ პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი…

ვინც საკუთარ პოზიციას და საჯარო ფინანსებს ბოროტად იყენებს, ადრე თუ გვიან, მასთან კანონი მივა და მათ პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მიმართ იერიშს გააგრძელებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.

„არაერთი მოწმე და კონკრეტული ფაქტებია, შეგვიძლია, ფაქტებზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მიმართ ამ სახის იერიშს გააგრძელებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. თუ რაიმე იცის, ა, ბატონი, მის წინაშეა მედია. ერთის მხრივ, მისი წერილებიდან ცარიელ სიტყვებს ვხედავთ, მეორე მხრივ კი, მოწმეები ამ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში ხელს ადებენ. ჯერ ცარიელი სიტყვებია და როგორც ჩანს, ასეც იქნება. ადვოკატის აყვანა უნდოდა და ამის საშუალება არ მისცეს? რაში გამოიხატა სასამართლოზე წვდომის არქონის უფლება? – მისი ცარიელი სიტყვები გვესმის. საქართველოში ადამიანებს ლინჩის წესით არ ასამართლებენ, ყველაფერს მტკიცებულება სჭირდება. მით უმეტეს, როცა კორუფციაზე საუბარი, რომელიც დაფარული დანაშაულია და ტელევიზიებით საჯაროდ არ კეთდება. თუ მეკითხებით, გუნდი სად არის, სწორედ აქ არის, როცა კონკრეტული მტკიცებულებები არის, სახელმწიფო უკან არ იხევს თანამდებობის მიუხედავად. როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს სახელმწიფო და კანონი უკან არ დაიხევს“, – განაცხადა მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს