ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა . მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისია. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა . მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისია. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის ს…

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისია. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დაესწრნენ.

შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის ოფისს უხელმძღვანელებს. ის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას, როგორც ოპტიმალურ გზას მშვიდობის შენარჩუნების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისათვის.

„ჩვენი მთავარი იდეის, ნეიტრალიტეტის მიმართ მზარდი დაინტერესება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აჩვენებს, რომ ეს არის სწორედ ყველაზე ოპტიმალური და რეალისტური გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, გვქონდეს სტაბილურობა და მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს