ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრ…

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.

ჩერგოლეიშვილი ზურაბიშვილს ჭორიკანა ცილისმწამებელს უწოდებს და აცხადებს, რომ გავლენები ყოველთვის ჰქონდა, რადგან დავით ზურაბიშვილად არ დაბადებულა.

„აი, ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც.

ცოტა მწყინს, რომ ვერტალიოტებიდან ავტობუსებზე ჩამომაქვეითეს ამ სუნიანებმა, მაგრამ ავტობუსების ისტორიას მინდა მოვყვე, იმიტომ რომ მაგ დროს ზურაბიშვილი რეჟიმის ლაქია იყო და ბიძინასას ტლ***და - პირიდან ვერ გლეჯდნენ.

საქმე ეხება 2013 წლის 17 მაისს.

როცა დავინახე, რომ ვითარება იძაბება და პუშკინის სკვერთან შეკრებილი 50 კაცი შეიძლება რუსთაველზე შეკრებილ აგრესიულ ბრბოს ბრდღვნად არ ეყოს, ვაჭარაძეს შევეხმიანე, უსაფრთხოებას როგორ იცავთ-მეთქი და ღარიბაშვილმა (შს მინისტრი იყო მაშინ) გვითხრა, მეტროთი დაიშალეთო - ასე მომახსენა.

ცხადია, სიგიჟედ ჩავთვალე დევნისას მიწისქვეშ ჩასვლა და გიგი უგულავას დავურეკე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მერი იყო, ასეთი ვითარებაა და ეგებ ალტერნატიული გზა მოვიფიქროთ, არ მოკლან ვინმე-მეთქი.

გიგიმ დაურეკა ღარიბაშვილს და მასთან შეთანხმებით, ყვითელი ავტობუსები მიაყენა პუშკინის სკვერს (აი, სხვებთან ერთად, შალვა რამიშვილის ორი ყვ***ი რითიც გაიყვანეს).

ანუ ჩავერიე, რომ ხალხი დასისხლიანებას გადამერჩინა მაშინ, როცა ეს ცვედანი ბიძინას უ***და.

რაც შეეხება გავლენას, გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ.

მაგ გავლენის დამსახურებაცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს