ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

არჩილ გორდულაძე – უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ამ ნარატივს ვინც ავრცელებდა, ბოდიში აქვთ მოსახდელი

არჩილ გორდულაძე – უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ამ ნარატივს ვინც ავრცელებდა, ბოდიში აქვთ მოსახდელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პა…

უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამავე შინაარსის განცხადებას სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომაგენლებიც აკეთებენ.

„საქართველოში ვინმე თუ კითხვას დასვამდა, როდის ხდება უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და რა პირობების დაკმაყოფილებით, კითხვის დამსმელი მაშინვე რუსეთუმედ გადაიქცეოდა და მის მიმართ ბულინგი მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, ვინც გარედან ფინანსდება და გარე მითითებებს არიან დამორჩილებული. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საჯარო პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახსოვთ, სადაც თქვა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან და თქვენ ასე იყავითო. თურმე, „ასე იყავითში“ საქართველოში მშვიდობას გულისხმობდა. იმ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, რომლებიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, ომის იმ ქარ-ცეცხლს მივიღებდით, რაც უკრაინაშია. უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. ვინც ამ ნარატივს ავრცელებდა, მათი ცრუპენტელობის გამო ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს