ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს…

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.

ის ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული.

„ალბათ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როგორც დღეს. რადგან ვიცი, რომ ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ყველა გათვლით უნდა ვყოფილიყავი. არ ესმოდათ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მახე, რადგან ადამიანებს ამუშავებდნენ. ვერ გაიგებდი, ვინ იყო მოგზავნილი და ვინ ანთებული იოლი, უსისხლო, არაძალადობრივი ხელისუფლების ცვლილების იდეით. ვხედავდი, როგორ უწყობდა ამას რეჟიმი საჯაროდაც ხელს. როგორ ახალისებდა… უშუალოდ იმ დღესაც, როგორ ყველაფრის საშუალება მისცა. როგორ ნადირივით შეიტყუა ამ ქვეყნის გულანთებული პატრიოტები 5- და 7-წლიან ციხეში. მინიშნებებით ვწერდი და ამ მინიშნებების გამოც მხდალს მეძახდნენ. ათას სისულელეს მიგონებდნენ. ბრაზი მახრჩობს: როგორ დავუშვით ასეთი რამე? როგორ გავწირეთ თანამებრძოლები?! როგორც კი რეჟიმი დასრულდება, პირველ რიგში 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული. უკლებლივ ყველა, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ საზოგადოებას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რეჟიმი მარტო ამ ბოროტებისთვის უნდა გასამართლდეს. გაათავისუფლეთ მძევლები!“- წერს დავით ჩხეიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს