ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

არჩილ გორდულაძე – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა შეიწყალა

არჩილ გორდულაძე – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა შეიწყალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს ამუნათებდა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს ამუნათებდა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავ…

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს ამუნათებდა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა სხვადასხვა დროს აქციებისას დაკავებული ის პირები შეიწყალა, რომლებმაც თავიანთი დანაშაული მოინანიეს.

„სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ ადამიანი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და საკუთარ ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება. იგივე შემთხვევაა ახლაც, როცა პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება გამოიყენა – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა ჰუმანურობა გამოიჩინა და შეწყალება გამოიყენა.

რაც შეეხება შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს, გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს როგორ ამუნათებდა, რომელთაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ადამიანებს თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ. რატომ? – მათ ამ ადამიანების ბედი რეალურად არ აინტერესებთ. მათი ნაწილი წააქეზეს, მოატყუეს და პარალელური სამყარო შეუქმნეს. შემდეგ კი ეს ადამიანები მიატოვეს და მათი არსებობა დაივიწყეს. როცა ამ ადამიანებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა, მათი დამუნათება დაიწყეს და ამათ წინააღმდეგ თავდასხმებსაც კი დაიწყებენ. ამ ყველაფერს თავიანთი ან იმ დამქაშების ხელით გააკეთებენ, რომლებიც არცთუ ისე ბევრი დარჩა“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს