ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი ფავლენიშვილი – არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიქნები მორალური მსაჯული იმ გმირი მოქალაქეებისა, რომლებიც ციხეში უსამართლოდ იყვნენ, მათი გათავისუფლება მიხარია

ირაკლი ფავლენიშვილი – არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ ვიქნები მორალური მსაჯული იმ გმირი მოქალაქეებისა, რომლებიც ციხეში უსამართლოდ იყვნენ, მათი გათავისუფლება მიხარია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას საქციელის მორალურობაზე, ეს ადამიანები უსამართლოდ იყვნენ პატიმრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. „მე და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას საქციელის მორალურობაზე, ეს ადამიანები უსამართლოდ იყვნენ პატიმრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. „მე და…

არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას საქციელის მორალურობაზე, ეს ადამიანები უსამართლოდ იყვნენ პატიმრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„მე და პარტიის სხვა წევრებსაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯულები იმ გმირი მოქალაქეებისა და პატრიოტების, რომლებიც ციხეში იყვნენ წლების განმავლობაში. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ მიხარია მათი გათავისუფლება. მიხარია, რომ მათ საპატიმრო დატოვეს, რომელშიც აბსოლუტურად უსამართლოდ იყვნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა პატიმრების მიერ შეწყალების თხოვნა დანაშაულის აღიარებას, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა უშუალოდ გათავისუფლებულებს უნდა დაუსვან.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანების სამოქალაქო პოზიცია იყო ყველასთვის ცნობილი. ყველასთვის ცნობილი არის, რომ ისინი უსამართლოდ იმყოფებოდნენ პატიმრობაში. დანარჩენი მათ უნდა ჰკითხოთ უშუალოდ. მე გეუბნებით, რომ ნამდვილად მიხარია მათი გარეთ ყოფნა და არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას მათი საქციელის მორალურობაზე, რადგან ისინი ნამდვილად არიან სამაგალითო პიროვნებები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს