ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ლევან მახაშვილი – ოპოზიცია როცა ხედავს, რომ პატიმრები თავისუფლდებიან და ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ აქვთ, ეს არ უხარიათ

ლევან მახაშვილი – ოპოზიცია როცა ხედავს, რომ პატიმრები თავისუფლდებიან და ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ აქვთ, ეს არ უხარიათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას, მონანიებას ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას, მონანიებას ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრა…

პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას, მონანიებას ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ადამიანებს საკუთარი თამაშისთვის პაიკებად იყენებდა.

„მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას და მონანიებას ეფუძნება. საზოგადოებამ იცის, რომ ამ ადამიანებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო შეუწყნარებელი იქნება ყველა დანაშაულის მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ხდება დანაშაულის აღიარება და მონანიება, სახელმწიფო ჰუმანური იქნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების სურვილი თუ იქნება, მზად არის, სახელმწიფოს და საზოგადოების გვერდით დადგეს.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, გაგვიკვირდებოდა, თუ ამ ადამიანების თავისუფლება გაუხარდებოდათ, რადგან მათთვის ეს პროცესი პოლიტიკური შოუ იყო. ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის კონკრეტული მიზნით გაწირეს. იმ მიზნით, რომ თავიანთ მფარველებთან სახვეწარი და სავაჭრო ჰქონოდათ. ახლა როცა ხედავენ, რომ ისინი თავისუფლდებიან და მათ ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ აქვთ, ეს არ უხარიათ. ეს სხვა ადამიანებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან ამ პოლიტიკოსებისთვის ისინი არაფერს ნიშნავენ. მათი მიზანი მხოლოდ პაიკებად გამოყენებაა. თავად სახლში წავლენ და კანარის კუნძულებზე დაისვენებენ, რუჯს მიიღებენ, ამ ადამიანებს კი გაწირავენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს