ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

თენგო თევზაძე – პატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით, არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება

თენგო თევზაძე – პატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით, არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და პარტია „ახლის“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და პარტია „ახლის“…

არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და პარტია „ახლის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით.

„ნოემბერ-დეკემბრის თუ 4 ოქტომბრის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით. არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება, ეს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა და „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს. ეს ადამიანები, ვინც ახლა რჩებიან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ, ამისთვის ყველა სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული. ვერ გეტყვით, შეწყალების მიზეზი რა არის. ევროპასთან ურთიერთობების დალაგება რომ უნდოდეთ, ისინი ყველას გამოუშვებდნენ. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძე, საბა ცხვიტარიძე და პოლიტიკური ლიდერები ტყუილად არიან ციხეში. აქედან გამომდინარე, ეს ერთეული, მცირე შემთხვევა ევროპას ან ამერიკას ვერ მისცემს იმის განცდის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ურთიერთობების დალაგება სურს. არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს