ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა, თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის, მისი შემდგომი მდგრადობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ისევე როგორც გაუჩინარებულ პირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

„დღევანდელი თარიღის მასშტაბურად აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან ერთად, რომელთათვისაც მეტად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული მათი ახლობლები არ არიან დავიწყებულნი, რომ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს ემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახების მიმართ ამ უმძიმესი ხვედრის გამო და გამძლეობა ვუსურვო მათ. დღევანდელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ ფართოდ წარმოვაჩინოთ უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მეტად კომპლექსური ჰუმანიტარული გამოწვევა, რომლის დასაძლევადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გაძლიერებული როლითა და პასუხისმგებლობით, მთელი ძალისხმევით, ვახორციელებთ ყოველდღიურ საქმიანობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, რათა შევძლოთ შეძლებისდაგვარად, მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება. მსურს, მადლობა გადავუხადო ამ ურთულესს პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა, ოჯახებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, შესაბამისს სახელმწიფო უწყებებს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, დღევანდელ ღონისძიებებში შეტანილი წვლილისა და გაწეული თანადგომისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 1900-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს