ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა . „არსე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა . „არსე…

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

„არსებობს ელექტროენერგიის გადაცემის სხვადასხვა რეჟიმი. ზოგჯერ ქვეყნებს ელექტროენერგიის ჭარბი მოცულობა აქვთ, სხვა დროს კი გაზრდილი მოთხოვნის წინაშე დგანან. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს ახორციელებს, უნდა გავარკვიოთ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ თუ არა ელექტროენერგიის იმპორტს რომელიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ამ საკითხს საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან განიხილავს.

ეს განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის ენერგეტიკის უწყებების წარმომადგენლებს შორის 25 აგვისტოს ლაჩინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მოჰყვა. მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობები, ასევე სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირების შესაძლო ვარიანტები.

შეხვედრა ბაქოსა და ერევანს შორის ენერგეტიკულ სექტორში კიდევ ერთ პრაქტიკულ კონტაქტად იქცა. შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში, ელექტროენერგია შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ მიმართულებად იქცეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს