ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა

კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის…

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება.

„მათ აქვთ თავიანთი ინტერესი. ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც მოითხოვს, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხა, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა და ხმარდებოდა აგენტურულ ქსელს, რევოლუციების მოწყობას, ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, ეს უკვე შეუძლებელია. დღეს ყველა შემოსული თანხა უნდა იყოს გაშიფრული: სად შემოდის ეს თანხა, ვისგან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტზე იხარჯება. დღეს მათ ეს შეზღუდვა აქვთ და ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან თავისუფლად ვერ რეაგირებენ, თავისუფლად ვერ მოქმედებენ. რა პრობლემაა დღეს ქვეყანაში, შექმნა პოლიტიკური პარტია და აწარმოო შენი პოლიტიკა. მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ეგაა პრობლემა. იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ფული თავისუფლად ვერ შემოაქვთ ქვეყანაში; იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ხვრელები ვერ აღმოაჩინეს, რათა თანხები შემოიტანონ და მოახმარონ რევოლუციურ სცენარს და სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის მარტივი მოცემულობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს