ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ნინო წილოსანი – მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება

ნინო წილოსანი – მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახე…

ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, მდინარაძეს გუნდისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

„ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ეს პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. სამინისტროების გაერთიანებას მივესალმები, რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ამ კუთხით ეფექტიანობა არ გაზრდილა, ამიტომ,პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, თუ რეგიონული განვითარების შესახებ კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე, აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული“, – განაცხადა წილოსანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს