ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

თამარ ჩერგოლეიშვილი – ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი

თამარ ჩერგოლეიშვილი – ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი. ეს რა დღეშია სპექტრი, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი. ეს რა დღეშია სპექტრი, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ი…

ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი. ეს რა დღეშია სპექტრი, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ პაპასქირი გიგა ბოკერიას აბრალებს, რომ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით თეიმურაზ პაპასქირს დებატები შესთავაზეს.

„გუშინ ღამიდან, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეიმურაზ პაპასქირი, გიგას აბრალებს, რომ ბოკერიამ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.

უკიდურესად დელუზიური არიფი უნდა იყო, ბოკერიას რომ სიზუსტის ღალატი დააბრალო, მაგრამ არ იცნობს და დავიკიდოთ ეგ ფაქტი.

1. შევთავაზეთ დებატები, სადაც გვამხელს ტყუილებში.

2. შევთავაზეთ, თავად დაჭრას გვარამიას ინტერვიუ ისე, რომ ის ნაწილები აჩვენოს, რაც ჩვენ დავამახინჯეთ და გვამხილოს.

3. შევთავაზეთ, უბრალოდ არგუმენტებად ჩამოწეროს, რა დააბრალა ბოკერიამ გვარამიას – რომ მივხვდეთ, რას გვემართლება.

არა უბრალოდ გაიძახის „ყველამ იცის, რო ვიტყუებით“.

ხოდა, ის მინდა გითხრათ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ და ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი.

ყველა ხართ იმიერი ჯოჯოხეთის მგზავრი და აქ მე უზრუნველვყოფ, რომ მოსვენება არ მოგეცეთ.

ეს რა დღეშია სპექტრი უბრალოდ, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს