ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის , სადაც აგრეთვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის , სადაც აგრეთვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარე…

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.

ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და საქართველოს „შუა დერეფნის“ განვითარების ხედვის მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას წარმოაჩენს. აღნიშნული ხედვა საქართველოს რეგიონულ სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

„ეს პროექტი სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის, დასძინა მან.

Pace Group-თან პარტნიორობით განხორციელებული ფოთის პორტის გაფართოების პროექტი პორტის წლიურ გამტარუნარიანობას 1 მილიონი ტონით გაზრდის, აღნიშნულია სტატიაში.

„ეს კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის“ მარშრუტს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას ამერიკელი ინვესტორებისთვის.

აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს გაორმაგდა და 158,1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორები წარმოადგენდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ კომერციულ ასპექტს", - წერს Newsweek-ი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს