ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 0

კახა კალაძე: ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება?

კახა კალაძე: ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება სა…

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება საქართველომ ჩინეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება შეცვალოს, კახა კალაძის თქმით, რაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იქნება უკეთესი, სახელმწიფო იმ ნაბიჯებს გადადგამს.

„მთელი მსოფლიო იმისკენ მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული და მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობა დაამყაროს. ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება? მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს. თუკი ვინმე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი იყო, ყველა ჩაყვანილი ჰყავდა ტრამპს ჩინეთში ვიზიტის დროს.

ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაიზარდოს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს