ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც…

არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ლევან მახაშვილის თქმით, სრულიად მოსალოდნელი იყო ევრობარომეტრის უკანასკნელი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ევროპელების თითქმის 2/3 იმედიანად ვერ უყურებს საკუთარ მომავალს.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სრულმა უპატივცემულობამ გააფუჭა საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებიც.

„საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ ხალხზე ზრუნვა დაუწუნეს და ქვეყანაში მშვიდობა პრორუსულობად მოუნათლეს. ამ სიყალბის შემოქმედებად შიდა რადიკალური ჯგუფები დაასვეს თავზე ქვეყანას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ორი მნიშვნელოვანი რეალობა - მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობა.

მისივე შეფასებით, საინტერესო იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგიც, სადაც ისლანდიის მოსახლეობის 52%-მა უარი განუცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, რომ რეფერენდუმში მონაწილე დანარჩენი 48% არ გამოსულა და არ დაუწყია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა, რევოლუციები და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

„რეფერენდუმის დღე არავის გამოუცხადებია დემოკრატიის „შავ დღედ“, არავის მიუღია რეზოლუციები და სანქციები ისლანდიელი ხალხის დასასჯელად, ევროკავშირიდან არავინ გამოსულა ისლანდიაში აქციებზე და მეორე დღეს ისლანდიელებს ჩელიაბინსკში არ გაუღვიძიათ. ეს ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა ბრიუსელისთვის. არადა ხალხის ნება არის ხალხის ნება ისლანდიაშიც, შვეიცარიაშიც და საქართველოშიც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ძლიერი და ჯანსაღი ევროპა საქართველოს ინტერესებშია.

„ძლიერი ევროპა საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. საქართველო და ქართველი ხალხი ვერ იქნება ომის დღის წესრიგს გამოკიდებული ბიუროკრატების მეგობარი. საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპელი ლიდერები გაიაზრებენ მათ პასუხისმგებლობას და იმოქმედებენ არა არაფორმალური ინტერესთა ჯგუფების კარნახით, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებით. ეს სასარგებლო იქნება მათი ქვეყნებისთვისაც და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვისაც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს