ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემე…

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ასეთი ბრალდებების ფაქტად გავრცელება სცდება ჩვეულებრივი ჟურნალისტური შეცდომის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უპასუხისმგებლო და დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას.

„ამასთან, გავრცელდა სპეკულაცია თითქოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენება საქართველოს საზღვაო სივრცე ან ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო. თანამედროვე საზღვაო ნაოსნობაში დიდი ზომის გემის გადაადგილება, მათი ნავსადგურში შესვლა ან ტვირთის გემიდან გემზე გადატანის (STS) ოპერაცია არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) დროებითი გათიშვით შეიძლება დაიფაროს. ასეთი ოპერაცია დაკავშირებულია მრავალ ტექნიკურ მონაცემთან, რომელთა ერთობლივი ანალიზი შესაძლებელს ხდის რეალური სურათის დადგენას. AIS სიგნალის არარსებობა კი არც ნავსადგურში შესვლას ადასტურებს და არც სანქციების გვერდის ავლის ფაქტს, როგორც ამას ტელეკომპანია "ფორმულა" ამტკიცებს.

ასევე სპეკულაციურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსხვილი ტანკერების ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურებში ფარული ოპერირების შესახებ.

აფხაზეთის სანაპირო ზოლს არ გააჩნია მსგავსი ზომისა და ტიპის მსხვილი გემების უსაფრთხოდ მიღებისა და სრულფასოვანი მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ხოლო ტვირთის გემიდან გემზე გადატანის ოპერაციის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მეორე გემის არსებობა, მისი შესაბამისი გადაადგილება და ა.შ

საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სისტემა ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მისი საერთაშორისო რეპუტაცია კი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს.

ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ, ცალკეული AIS მონაცემებისა და არაკომპეტენტური ინტერპრეტაციების საფუძველზე ასეთი ბრალდებების ფაქტად გავრცელება, საქართველოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან უსაფუძვლოდ დაკავშირება, ქვეყნის ნავსადგურებისა და საზღვაო სატრანსპორტო სისტემის მიმართ ეჭვის ხელოვნურად გაჩენა სცდება ჩვეულებრივი ჟურნალისტური შეცდომის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უპასუხისმგებლო და დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს