ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 1

სულხან თამაზაშვილი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

სულხან თამაზაშვილი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხი…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში მხარეთა შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და ეფექტიანი თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და განმტკიცებას.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მხარეთა მზაობას, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი მეგობრული კავშირების გაღრმავების მიზნით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს