ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა უ…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა უმაღლეს კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ასევე იმ უნიკალურ მექანიზმებსა და პროგრამებზე, რომელთა ეფექტიანი განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და ჩართულობის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და კულტურათაშორისი დიალოგის შემდგომ გაძლიერებას. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პირველი შუალედური შეფასება ნათლად წარმოაჩენს იმ კონკრეტულ და ხელშესახებ პროგრესს, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური გატარების შედეგად იქნა მიღწეული. ასევე, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებისა და ჩართულობის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.

თეა ახვლედიანმა უმაღლესი კომისრის ოფისს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, რაც წლების განმავლობაში მაღალი დონის ექსპერტულ დიალოგსა და მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.

მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს