ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უ…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობა იყო.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობაზე საკანონმდებლო პროცესებში, ასევე მათი უფლებების დაცვისა და რეალიზების მექანიზმების გაძლიერებაზე. მხარეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ საგანმანათლებლო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და მათი გაუმჯობესების გზებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი საფუძველია და შესაბამისად, ხელისუფლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ეუთო-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს