ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ბულგარეთის საგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ბულგარეთის საგ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ მხარეს შორის ორმხრივი პოლიტიკური მოლაპარაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე სამუშაო თუ ტექნიკური საკითხებისა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ თემებზეც. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის რიგი გადაწყვეტილებები თუ განცხადებები საკმაოდ უსამართლოდ აღწერს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

შეხვედრისას, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნინო წილოსანს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან ბულგარეთში მიწვევა გადასცა.

„ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზე. უახლოეს პერიოდში, კოლეგებთან ერთად, აუცილებლად დავგეგმავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ბულგარეთში“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი პეტკო დოიკოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორი ივან პავლოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის უფროსი ექსპერტი რალიცა ვასილევა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს