ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 17

გია ხუხაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია

გია ხუხაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა. მისი თქმით, ამ პირის არსებობის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა. მისი თქმით, ამ პირის არსებობის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.…

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა. მისი თქმით, ამ პირის არსებობის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.

"ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. მე მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, სანამ ეს ამბავი არ ატყდებოდა," - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული კიდევ ერთი პირი, გიორგი გიგაური განმარტავს, რომ მისი განცხადებები მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო, დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან. მისივე თქმით, საქმის შინაარსსა და დეტალებს მხოლოდ მედიაში გამოქვეყნებული მასალებიდან იცნობს.

"ფაქტის კონსტატაცია არის ეს, რაც დაწერა ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე. საიდან უნდა ვიცნობდე ამ საქმის შინაარსს - პრესაში გამოქვეყნებულიდან გამომდინარე," - აცხადებს გიორგი გიგაური.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოიკითხება. საგამოძიებო უწყების ცნობით, უკვე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულნი არიან გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები და ამ ეტაპზე დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების გამო გამოკითხვები გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს