ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კუპრაძე: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა

ირაკლი კუპრაძე: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში - ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში - ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინა…

ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში - ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება პროკურატურაში წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც „არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან”.

„ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში. ეს წარმოუდგენელია მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს კომპეტენცია, არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა. ამის გარდა არაფერი არ გაქვთ საკეთებელი მაშინ, როდესაც თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს გადებთ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებაში და ბრალს გდებთ, რომ ჩადენილი გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული? ეს უნდა გაარკვიოთ თქვენივე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს