ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 47

ხატია დეკანოიძე თანახმაა, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივიდეს- მივალ იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ირონიულიც არის

ხატია დეკანოიძე თანახმაა, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივიდეს- მივალ იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ირონიულიც არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს აცხადებს, ეს ყველაფრის მისთვის ირონიულია, ხოლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს აცხადებს, ეს ყველაფრის მისთვის ირონიულია, ხოლ…

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს აცხადებს, ეს ყველაფრის მისთვის ირონიულია, ხოლო ქვეყანაში არსებული სისტემის შექმნაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, დეკანოიძის თქმით, გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც „ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს“.

"ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც ადამიანები სკამის, ფულის გამო ერთმანეთს ადებენ ხელს, ერთმანეთზე აძლევენ ჩვენებებს, ყველაფერს კადრულობენ და რა თქმა უნდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები. ფულის გამო კადრულობენ ყველაფერს, ერთმანეთს აბრალებენ მკვლელობას, თვითმკვლელობას, წერენ ჩვენებებს და იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე გაცილებით უფრო მეტი ფული მოიპარონ. ეს არის სისტემა, რომლის შექმნაშიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს. ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მმართველობას და რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმ საშინელ სიბინძურეს, რასაც ეს ადამიანები ერთმანეთზე ჰყვებიან.

„ქართული ოცნების“ სისტემის ნაწილია ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძეც და რა თქმა უნდა, ამ სისტემის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, დარეკეს, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ირონიულიც არის, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სიბინძურეშია გახვეული „ქართული ოცნება“, - აცხადებს დეკანოიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს