ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით

დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორ…

კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით.

„კონკრეტული ადამიანის ტრაგედიით მანიპულირება ყოფილი პრემიერის მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. როგორც ვიცით, რადიკალებმა აიტაცეს მის ბოლო წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები. ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც მისი, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების, მეხუთე კოლონის მხრიდან მანიპულაციებისთვის იმისთვის, რომ ისრები სხვისკენ და სხვა მოვლენებისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის დადასტურებული, სამწუხარო ფაქტი კონკრეტული პიროვნების თვითმკვლელობისა, რომლისგანაც ცდილობენ, გამოადნონ ისეთი მოცემულობა, რაც მათ წისქვილზე დაასხამს წყალს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული. გამოიკითხება სულ 10 ადამიანი.

პროკურატურის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი გამოძიებით უტყუარად არის დადასტურებული, თუმცა გაკეთებულმა განცხადებებმა, კონკრეტული ადამიანების გამოკითხვის აუცილებლობა გააჩინა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს