ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს. გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს. გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლე…

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.

გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაავრცელა.

„როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, რომელსაც ალბათობა მაღალია, რომ ინფორმაცია შეიძლება მსგავს ქმედებებზე ჰქონდეს მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან მაინც, ბუნებრივია ამით, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება. ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს