ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ზაზა შათირიშვილი: გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს

ზაზა შათირიშვილი: გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთო…

გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, ვერცერთმა ხელისუფლებაში მყოფმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა ვერ შეძლო ერთი ფაქტისა და არგუმენტის, ან ლოგიკური ეჭვის წარდგენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვას გააჩენდა.

„თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლის შემდეგ, ხან „თავისუფალი დემოკრატებისგან“ და ალასანიასგან, ხან „რესპუბლიკელებისა“ და უსუფაშვილისგან თუ ბერძენიშვილებისგან მოელოდნენ საუბარს, გვესმოდა ხუხაშვილის გვარიც, ახლახან ოპოზიციური პარტია შექმნა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მისი საქმიანობის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა,“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი გარანტია მისი სუფთა წარსულია, რამდენადაც ის წლებია უმწიკვლოდ მუშაობს და ერთადერთი რამ რაზეც მის ყოფილ თანაგუნდელებს შეუძლიათ ისაუბრონ არის ის, რომ „ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს.“

„ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს და რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ბაჩიაშვილი არ ალაპარაკდება, ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია. ბატონმა რომანმა და მთელმა აგენტურულმა ოპოზიციამ კი უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები იმის გარდა ვერაფერს იტყვიან, რომ ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ ის არის, რომ ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს