ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 2

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე დასრულდა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რიგით მეათე კონფერენცია ქალაქ წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რიგით მეათე კონფერენცია ქალაქ წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომა…

რიგით მეათე კონფერენცია ქალაქ წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები იმერეთის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთვის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა საკუთარი ხედვები, იდეები და რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები გააჟღერეს. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება; ხაზი გაესვა გარე ფაქტორების ზემოქმედებას, ხელისუფლების არჩეულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფერენციების მიზანია პოლარიზაციის დასრულება, ერთმანეთთან აქტიური დიალოგი და არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ღია დისკუსია.

შეხვედრის დიდი ნაწილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მსვლელობისას, ახალგაზრდებმა რეგიონის მთავარ გამოწვევებად მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა და დასაქმების პრობლემა დაასახელეს. მათ ასევე იმსჯელეს საკუთარ როლზე, თუ როგორ შეიძლება მიეცეთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში. მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხელს უწყობს ცოცხალ პროცესს, რათა საზოგადოებაში დისკუსია და ჯანსაღი აზრის ფორმირება დაიწყოს, რაშიც დიდი როლი სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ენიჭება.

„გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. შევეცდებით, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ხალხთან და გათვალისწინებული იყოს მათი აზრები. აუცილებელია კომუნიკაცია და მომავალშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავხსნათ დიალოგის საშუალება“, - ვარლამ ლიპარტელიანი.

„დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, რაც მოიცავს იმას, რომ განსაკუთრებით წყალტუბოს სწორად გამოყენება მოხდეს მისი რესურსის, ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეული სპორტული მიმართულებები განვითარდეს და ამგვარად, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, - მარიამ გრიგოლიშვილი.

„ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, სადაც ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეის დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დავუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები“, - თეკლა თიკანაშვილი.

„განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება იმერეთში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაც აქამდე ვიშრომეთ, დღეს ბავშვებმა დაადასტურეს, რომ ყველაფერს მოაქვს შედეგი. ეს კიდევ ერთხელ არის იმის საშუალება, რომ ერთმანეთთან მეტი დიალოგი და დისკუსია გვქონდეს”, - ანრი მეტრეველი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. იმერეთის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდნენ. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.

ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს