ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 9

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს…

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დაპირისპირების დროს ადგილი ჰქონდა მუქარის დემონსტრირებას, მათ შორის, იარაღის გამოყენების ან მისი გამოყენების მცდელობის ჩვენებას.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ქცევა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ასეთ შემთხვევებში ემოციური თვითრეგულაციისა და ძალადობის შეკავების უნარი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული.

„ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი. კონფლიქტმა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი ბანალური კომენტარების განხილვით დაიწყო, მომენტალურად გამოააშკარავა სუბიექტის აბსოლუტური ინტელექტუალური არასრულფასოვნება.

მწირი ლექსიკური მარაგის, აზროვნების ელემენტარული კულტურისა და მორალურ-ეთიკური კატეგორიების დეფიციტის გამო, რაც "ჰომო-საპიენსის" დონეზე მაინც აუცილებელია ზრდასრული დიალოგის წარმართვისთვის - ადამიანი მყისიერად დაეშვა ყველაზე პრიმიტიულ ფსიქოლოგიურ დაცვამდე: არაკონტროლირებადი გარეგნული მუქარის ტრანსლირებამდე.

განხილული ტიპაჟის საკვანძო მარკერია იარაღის გამოყენება ან ამის დემონსტრაციული მცდელობა, როგორც ფსიქოლოგიური «ყავარჯენი» ფატალურად მყიფე ეგოსთვის.

აღებული 30-წუთიანი პაუზა «არგუმენტების მოსატანად» წასვლის სახით და შემდგომ დაბრუნება უბეში დემონსტრაციულად ჩაყოფილი ხელით - ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი ჰიპერკომპენსაციის კლასიკური აქტია. ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი დემონსტრაციული ფსიქოზის მიღმა, როგორც წესი ყოველთვის იმალება არარაობა და მხდალი სულიერი სუბსტანცია. ელიზბარაშვილი შეიჭრა დაწესებულებაში, დარწმუნდა, რომ ოპონენტები წავიდნენ და დაიწყო ყვირილი შეიარაღების გარეშე მყოფ დაცვაზე - ეს არის ინფანტილური აგრესორის ტიპური ქცევა, რომელსაც სჭირდება სპექტაკლი, უსაფრთხო სცენა «სახიფათო ადამიანის» როლის მოსარგებად, რეალური წინააღმდეგობის შეხვედრის რისკის გარეშე.

სწორედ ემოციური თვითრეგულაციის ამ უუნარობაში იმალება ასეთი ინდივიდების მთავარი საფრთხე საზოგადოებისთვის. მათ სრულად აქვთ ატროფირებული შინაგანი ტაბუები, ხოლო რეალობის აღქმა დამახინჯებულია საკუთარ სისუსტეში მხილების მუდმივი შიშით. ნებისმიერ მიკროსკოპულ გამღიზიანებელზე ან საყოფაცხოვრებო შენიშვნაზე ისინი რეაგირებენ, როგორც სასიკვდილო საფრთხეზე თავიანთი გაბერილი ეგოს მიმართ, და გონების დეფიციტს კომპენსირებენ ძალადობის არაადეკვატური, შეუსაბამო ესკალაციით.

მსგავსი წყობის ადამიანები დესტრუქციის პირდაპირი და პროგნოზირებას დაუქვემდებარებელი წყაროა. ამოფარებულნი ხმამაღალ სიტყვებს, იმიჯს ან მხარდაჭერის საზოგადოებრივ ფორმებს - კრიტიკულ მომენტში მათ მართავს მხოლოდ პანიკა და სინდისის არქონა. ეს სწორედ ის ფსიქოტიპია, რომელსაც ყრუ შინაგანი სიმხდალისა და იარაღის ქონის გამო შეუძლია ზურგში დანა ჩაგარტყას ან მანქანით გადაგიაროს უბრალოდ იმის გამო, რომ არ ეყო არც ტვინი, და არც სიტყვით პასუხის გაცემის უნარი...“ - წერს ქართველიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს