ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გიორგი შარაშიძე – ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს, ეს რამდენად სწორად გამოსდის, უშვებს თუ არა შეცდომებს, გამოჩნდება, „ოცნება“ ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს

გიორგი შარაშიძე – ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს, ეს რამდენად სწორად გამოსდის, უშვებს თუ არა შეცდომებს, გამოჩნდება, „ოცნება“ ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია, – ამის შესახებ პარტიის „გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია, – ამის შესახებ პარტიის „გ…

სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს.

„ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ ჯერ რაც იკვეთება, ასეა, რადგან თუ ინფორმაცია არ გაქვს, არ შეგიძლია, გამოძიებასთან ითანამშრომლო, მაშინ ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებას რატომ ახმოვანებ? ამ კითხვებზე პასუხები ღარიბაშვილს აქვს გასაცემი. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს რამდენად სწორად გამოსდის და უშვებს შეცდომებს თუ არა, მისი გადასაწყვეტია და გამოჩნდება. სამწუხაროდ, „ოცნება“ ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს. დღეს უამრავი გამოწვევაა ოკუპაციით დაწყებული თუ ეკონომიკით და პირველი კითხვა ამ თემაზეა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს