ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელ…

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელია.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ.

„საქართველოში ზოგიერთისთვის შეიქმნა სტერეოტიპი, თითქოს, თუ მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა ადამიანის მოკვლა განიზრახა და ამისთვის წინასწარი მოსამზადებელი მოქმედებები განახორციელა, ეს ყველაფერი მას უნდა ეპატიოს. უფრო მეტიც, მათი აზრით, ასეთ სუბიექტს პოლიციამ საპატიო ესკორტით სახლამდე უნდა მიაცილოს, ხოლო შესაძლო დაზარალებულმა მას ბოდიშიც კი უნდა მოუხადოს.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება იკვეთება თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაშიც.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რესტორანში მომხდარი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, გარკვეული დროის გასვლისთანავე, ელიზბარაშვილი რესტორანთან ბრუნდება. ის მანქანიდან გადმოდის და ხელი უბის არეში აქვს, სადაც, სავარაუდოდ, იარაღი უნდა ჰქონოდა.

დასკვნა მარტივია: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და, უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ.

ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა - მშვიდობიანად და მსხვერპლის გარეშე.

თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას: კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, რამდენად ცნობილი ან გავლენიანია კონკრეტული ადამიანი. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, - წერს გვენეტაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს