ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

ლევან მახაშვილი – ოპოზიციაში ისევ იწილობიწილო მიმდინარეობს, სააკაშვილისგან საზოგადოება რასაც ელოდება, გაცნობიერებაა იმ დანაშაულების, რომელიც მან და მისმა სისტემამ ჩაიდინეს საზოგადოების მიმართ

ლევან მახაშვილი – ოპოზიციაში ისევ იწილობიწილო მიმდინარეობს, სააკაშვილისგან საზოგადოება რასაც ელოდება, გაცნობიერებაა იმ დანაშაულების, რომელიც მან და მისმა სისტემამ ჩაიდინეს საზოგადოების მიმართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოპოზიციაში ისევ იწილობიწილო მიმდინარეობს, ერთსა და იმავე წრეზე დადიან. საკუთარი შინაგანი სამყარო ამოალაგეს, გამოამზეურეს და საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ამ სიძულვილით და ღვარძლით სავსე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოპოზიციაში ისევ იწილობიწილო მიმდინარეობს, ერთსა და იმავე წრეზე დადიან. საკუთარი შინაგანი სამყარო ამოალაგეს, გამოამზეურეს და საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ამ სიძულვილით და ღვარძლით სავსე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პა…

ოპოზიციაში ისევ იწილობიწილო მიმდინარეობს, ერთსა და იმავე წრეზე დადიან. საკუთარი შინაგანი სამყარო ამოალაგეს, გამოამზეურეს და საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ამ სიძულვილით და ღვარძლით სავსე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ და როგორც იქცეოდნენ, დღეს ამას პიროვნულ დაპირისპირებებში ავლენენ.

„ახალი არაფერი ხდება. ეს ყველაფერი კარგია სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ადამიანები რაც უფრო მალე გაიწევიან პოლიტიკური სივრციდან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის. განსაკუთრებული სიგიჟე უნდა თქვან, რაღაც უნდა „დააბრეხვონ“, თითქოს სააკაშვილის პრემიერობა შესაძლებელია. სააკაშვილისგან საზოგადოება რასაც ელოდება, გაცნობიერებაა იმ დანაშაულების, რომლებიც მან და მისმა სისტემამ ჩაიდინეს ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. დანარჩენი, დედამიწაზე დაეშვან და შეხედონ, რა არიან, რა უკეთებიათ“, – განაცხადა მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს