ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ცვლილებები შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ქონების გადასახადს და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, ამაზე გაგრძელდება რეფორმა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ცვლილებები შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ქონების გადასახადს და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, ამაზე გაგრძელდება რეფორმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ფიზიკურ პირებს შეეხებათ, კომერციულ სუბიექტებთან მიმართებით კი რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ფიზიკურ პირებს შეეხებათ, კომერციულ სუბიექტებთან მიმართებით კი რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.…

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ფიზიკურ პირებს შეეხებათ, კომერციულ სუბიექტებთან მიმართებით კი რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მომდევნო კვირის დასაწყისში განხილვა იქნება და შემდეგ საფინანსო კომიტეტი ცვლილებებს პარლამენტში დააინიცრებს.

„დეტალებზე მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს. ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, აღნიშნულ საკითხს სავარაუდოდ, პარლამენტის საფინანსო კომიტეტი დააინიცირებს. დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე, ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა. მომავალში ალბათ ამ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, რადგან კომერციულ შემთხვევაში რეფორმა გაცილებით რთული განსახორციელებელია.

დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს შეღავათია დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ. კომპანიების ნაწილში ჯერ იგივე იქნება შენარჩუნებული იქნება, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე ვიქნებით შეთანხმებული პარლამენტთან. საბოლოო სახე როცა გვექნება, როგორ დაბალანსდება ბიუჯეტიდან, ამას გადავწყვეტთ უკვე ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილების მიღება პირველ ნოემბრამდე, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და შესაძლებელი იქნება უკვე გადასახდელ თანხებზე წელს ამოქმედდეს.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი, 40 000 ლარი გაიზარდოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს