ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 16

ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ

ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნი…

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნილ ვითარებას თბილისში აფასებენ.

„ის, რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა. დღეს მაკრონთან ერთად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს - გერმანიას. და ახლა რა მოიფიქრეს - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ. ეს არის მათი ხელწერა და მიდგომა - აქ დემოკრატია უკვე არავის აინტერესებს და არავის ახსოვს“, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

როგორც ცნობილია, Politico წერს, რომ კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტია მომავალ რეგიონულ არჩევნებზე მარცხდება, სოციოლოგიური კვლევებით AfD-ს 42%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც ორჯერ აღემატება ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგს.

მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იზრდება რეიტინგის სათავეში მყოფი პარტიის წევრებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტები. ქალაქ ბად-კროიცნახში AfD-ს საინფორმაციო კარავს და იქ შეკრებილ ხალხს უცნობი ქიმიური სითხე შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად AfD-ს ფრიდრიხ მერციც აკრიტიკებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს