ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 16

გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი – აღფრთოვანებული ვარ იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, მსურს ქალთა და უმცირესობების უფლებების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება

გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი – აღფრთოვანებული ვარ იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, მსურს ქალთა და უმცირესობების უფლებების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, აღფრთოვანებულია იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც გერმანიის სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, აღფრთოვანებულია იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც გერმანიის სა…

საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, აღფრთოვანებულია იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში აქტიური საქმიანობის გაგრძელება სურს ქალთა უფლებების, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. სულ ახლახან დავიწყე ჩემი ოფისის მოწყობა. ინდოეთიდან, ჩემი წინა სამუშაო ადგილიდან სხვადასხვა ნივთი ჩამოვიტანე. მაგალითად, ულამაზესი ჩანთები, რომლებიც ძველი ინდური კაბებისგან (სარი) არის გადამუშავებული და შეკერილი. იქ აქტიურად ვიცავდი ქალების, გოგონების, უმცირესობების უფლებებს, ასევე მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის კუთხითაც ბევრს ვაკეთებდი. სწორედ ამ სფეროებში მსურს, აქაც განვაგრძო აქტიური საქმიანობა.

აღფრთოვანებული ვარ იმ კონტაქტებითა და კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. მაგალითად, კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ამ სფეროებშიც მსურს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ახლა მაინტერესებს ჩვენი რჩევები, თქვენ ხომ უკეთ ერკვევით – რა გავსინჯო საოცარი ქართული სამზარეულოდან? სად გავემგზავრო? მთებში, სვანეთში? თუ ბოლნისში, სადაც გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ? ან კიდევ სხვაგან? სიხარულით ველოდები თქვენგან გამოხმაურებას“, – განაცხადა ბარბარა ფოსმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს