ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფ…

მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი, - წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

ნებიერიძე წერს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.

„მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი. ყურადღება მისი მხარდამჭერების კომენტარებზე მინდა გავაკეთო, სადაც მიშას ამ პოსტების პასუხად გამოიკვეთა მთავარი სლოგანი: მიშას ადანაშაულებენ რომ ცუდად არჩევდა საკუთარი გუნდის წევრებს და ყველამ "უღალატა". ბატონებო, ამ კრიტერიუმებით თუ შეაფასებთ მიშას მოღვაწეობას, მაშინ გამოდის, რომ მასსა და ბიძინას შორის არანაირი განსხვავება არ არის. გადახედეთ ქოცების პოზიციებს. ისინიც იგივეს ჩივიან - ბიძინას არავინ გაუმართლა და ყველამ უღალატაო. მემგონი უკიდურესად ცუდი ფაქტია როდესაც იდენტური შეფასებები ხდება. ჰო და იქნებ დაფიქრდეთ და დასვათ კითხვა: იქნებ მათივე ბრალია ეს შედეგი? იქნებ მათივე მართვის სტილი იწვევს იმ შედეგებს, რომ მათთან ერთად ბრძოლის გაგრძელების მასურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება.“ - წერს ნებიერიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს