ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

თაზო დათუნაშვილი: ეს არ არის მუქარა, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან

თაზო დათუნაშვილი: ეს არ არის მუქარა, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას…

გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება მუქარა არ იყო.

„ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ნინო წოლოსანი ძალიან დიდი ხნის და ძველი მეგობრები არიან, მათ ჰკითხეთ, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან. ეს არ არის მუქარა. ჩემთვის ნინო წილოსანი აბსოლუტურად ნულოვანი პოლიტიკოსია, რომელიც ყველაფერს კადრულობს და რომლის პირიდანაც აბსოლუტურად ყველანაირი ბრალდება და სიბინძურე ამოდის ხოლმე, ყველას მიმართულებით, სხვათა შორის. გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა სრულ იდიოტიზმს, რომელითაც ისედაც განებივრებული ვყავრთ ქალბატონ წილოსანს. თურმე ახლა ნიკა გვარამია ალაპარაკებს „ქართული ოცნების“ ყველაზე შავრაზმელ ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ რაღაც საზღვრები ნინო წილოსანისნაირი ხალხისთვისაც არსებობს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.

„ნინო წილოსანს მივმართავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს