ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

იაგო ხვიჩია: ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“

იაგო ხვიჩია: ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სიმღერებს ხალხი მღერის. ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სიმღერებს ხალხი მღერის. ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის…

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სიმღერებს ხალხი მღერის. ვწუხდით, აქამდე რომ იგვიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია იმ ცხად ფაქტთან დაკავშირებით, როგორ გაძარცვა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობას“ პრინციპულობისკენ მოუწოდებს.

„ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცას დაიწყებენ და შემდეგ შუა გზაზე მიატოვებენ. ახლა მოვუწოდებ, გვარამიას და „ალიანსის“ განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანონ. დღეს ყველასთვის ცხადია პოლიტიკურ სპექტრში, რომ ეს იყო ხალხი, რომლებმაც, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით, ოპოზიციურ სპექტრს დედა უტირეს და ახლა „ოცნება“ პარლამენტში მარტო ზის მათი დამსახურებით. ანა წითლიძე ამას ადრეც ხვდებოდა, სულ ამბობდა, მაგრამ სათანადო მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია თავის პარტიაში. იმედი მაქვს, ახლა მოიპოვებს ამ მხარდაჭერას და „ვინ ვინ არის“ გარკვევის ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში ბოლომდე მივა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს