ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 11

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტიის მზარდი მხარდაჭერის ფონზე გერმანიაში რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტიის მზარდი მხარდაჭერის ფონზე გერმანიაში რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომ…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტიის მზარდი მხარდაჭერის ფონზე გერმანიაში რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა სულ უფრო ძლიერდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, AfD სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ კურსს ღიად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, მოსკოვთან ღია დიპლომატიური არხის შენარჩუნებას და უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ითხოვს.

აბაშიძის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ AfD მსხვილ გერმანულ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთ-ერთია, ვინც ამჟამინდელ საგარეო და გეოპოლიტიკურ კურსს მკვეთრად უპირისპირდება.

„ AfD-ის აკრძალვა - დემოკრატიის დაცვა თუ „არასასურველი“ ძალის ჩამოშორება?

გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა.

AfD-ის აკრძალვის მოწოდებები გერმანიაში უკვე არაერთხელ გაისმა და კონკრეტული ინიციატივებიც იყო. მაგრამ ამან პარტიის მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხა.

პირიქით, 6 სექტემბერს AfD-მ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში 43.8% მიიღო და გერმანიის ომისშემდგომ ისტორიაში პირველად გახდა რეგიონულ არჩევნებში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა.

ამავე დროს, გერმანიაში რუსეთთან დაპირისპირება პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. დივერსიები, რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასამართლებლად.

და აქ ყველაზე საინტერესო იწყება.

AfD სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ კურსს ღიად ეწინააღმდეგება. პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, მოსკოვთან ღია დიპლომატიური არხის შენარჩუნებას და უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ითხოვს.

ამასთან, სწორედ გუშინ, 6 სექტემბერს ვაიდელმა ვადამდელი ფედერალური არჩევნები ივარაუდა და განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერის პოსტიდან წასვლას შობამდე ელოდება.

ანუ სურათი ასეთია: ამომრჩეველი AfD-ს აძლიერებს;

AfD არსებული საგარეო და უსაფრთხოების კურსის შეცვლას ითხოვს; რუსეთთან დაძაბულობა კი სულ უფრო მძლავრ პოლიტიკურ არგუმენტად იქცევა.

და ამ ყველაფრის ფონზე კვლავ ისმის AfD-ის აკრძალვის მოთხოვნა. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მძიმე კითხვა: თუ საბოლოოდ „ეროვნული უსაფრთხოება“ და „რუსული საფრთხე“ გახდება იმ პოლიტიკური ძალის აკრძალვის საფუძველი, რომელსაც მილიონობით გერმანელი ამომრჩეველი უჭერს მხარს, მაშინ რას ვიღებთ - დემოკრატიის დაცვას თუ პოლიტიკური არჩევანის გაუქმებას?

მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება იმ ერთადერთ მსხვილ გერმანულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამჟამინდელ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კურსს ასე რადიკალურად უპირისპირდება.

სწორედ ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება ეჭვი: Deep state-ს ხომ არ სურს არა უბრალოდ AfD-ის დამარცხება არჩევნებში, არამედ იმ ერთადერთი პოლიტიკური ძალის ჩამოშორება, რომლის კონტროლიც ვერ შეძლო?

თუ ამ პროცესის საბოლოო შედეგი AfD-ის აკრძალვა აღმოჩნდა, კითხვა უკვე მხოლოდ ამ პარტიაზე აღარ იქნება.

იქნება კითხვა იმაზე, რამდენად დემოკრატიულია გერმანული, ევროპული სისტემა, რომელიც ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას მხოლოდ მანამდე უტოვებს, სანამ ის ხელისუფლებისთვის მისაღებ არჩევანს აკეთებს“, - წერს აბაშიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს