ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავში…

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში, რათა არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული.

„გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ამ ფონზე, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში არის 24 %-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, ამ ყველაფერს აქვს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკური კონტექსტი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მქონდა სამი სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ორი შუააზიელი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან.

აქედან გამომდინარე, შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით. ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ზოგადად შუა დერეფანში ტვირთბრუნვა, მათ შორის პორტებში იზრდება ტვირთბრუნვა. ძალიან დადებითი დინამიკაა, შვიდჯერ არის დაახლოებით ტვირთნაკადი გაზრდილი 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში და ამით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა და, ბუნებრივია, მომავალშიც არ უნდა მოვაკლოთ ძალისხმევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით.

ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მთავარია, ყურადღება არ მოვადუნოთ, არის არაერთი გამოწვევა, ამას რომ თავი დავანებოთ, რეგიონში არის მიმდინარე ომი. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პოტენციალის ათვისებაზე. ამისათვის არის დაგეგმილი 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს არის, სწორედ, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანა - რომ არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს