ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ლევან ჟორჟოლიანი - ტაჯიკეთში ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს

ლევან ჟორჟოლიანი - ტაჯიკეთში ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნ…

ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტი ტაჯიკეთში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ვიზიტია. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს. დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება, შეხვედროდნენ კოლეგა მინისტრებს, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს. აღნიშნული ძირითადად ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების, სპორტის, კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას. დღეს დაგეგმილი არის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, რომლის შემდეგაც დელეგაცია დაასრულებს ოფიციალურ ვიზიტს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს