ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ

სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე…

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებელმა ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებსა და საანგარიშო პერიოდის ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

„გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის დონის, საგარეო სავაჭრო სექტორისა და ფულადი გზავნილების თაობაზე. მან ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საანგარიშო პერიოდში სპორტის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი 93.3%-ით აითვისა, რაც წლიური გეგმის 52%-ს წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სპორტულ ტურნირებზე ქართველი სპორტსმენების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის წესრიგში წლის ბოლომდე სპორტის სამინისტროს დაფინანსების გაზრდის საკითხი დაისვას.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ეს ტენდენცია გრძელდება. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სპორტის კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება.

სპორტის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს