ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

გიორგი შარაშიძე – საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა

გიორგი შარაშიძე – საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის და, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის და, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაც…

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის და, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროპული მომავალი დღის წესრიგში შენარჩუნდეს.

„ხელისუფლების მიერ გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს და რეფორმებს თავი რომ დავანებოთ, ირაკლი კობახიძის განცხადება კარგად ვიცით, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, სულ მცირე, 2028 წლამდე. აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღარ არის აქტუალური. ამის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დღის წესრიგში შენარჩუნდეს. ეს ყველას ამოცანაა, ხელისუფლების არაერთი დანაშაულის მიუხედავად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს