ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ევროპის ემიგრანტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ევროპის ემიგრანტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პირველი მოადგილე გიორგი სიორიძე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ემიგრანტებს მათთვის სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პირველი მოადგილე გიორგი სიორიძე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ემიგრანტებს მათთვის სა…

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პირველი მოადგილე გიორგი სიორიძე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდნენ.

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ემიგრანტებს მათთვის საარჩევნო ხმის უფლების დაბრუნების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი და დაგეგმილი კამპანიის დეტალები გააცნეს.

ონლაინშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„კოალიციის ლიდერებმა ემიგრანტებთან იმ სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელთა გამოყენებითაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვას ცდილობენ. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი მათი საარჩევნო უფლების დასაცავად. ემიგრანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა პროცესში თავიანთი ჩართულობის თაობაზე, რაც გამოიხატება მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ინდივიდუალური სარჩელების შეტანით, რომელიც გაერთიანდება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელთან. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტების შემადგენლობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყოველკვირეულ შეხვედრებს გამართავენ და, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სამოქმედო გეგმას შეაჯერებენ. ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს