ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა. როგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა. როგ…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა.

როგორც სამხარაძემ განაცხადა, გაიმართება შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.

„გახსოვთ, რომ მე და ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში ვიზიტით ვიმყოფებოდით, საპარლამენტო ვიზიტი გვქონდა. ამ ვიზიტის დროს, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიგეგმა. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ როგორც ბელგიელ, ასევე ლუქსემბურგელ დეპუტატებს ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე იმ წუხილებზე, რაც ევროკავშირთან მიმართებით გვაქვს. რა თქმა უნდა, მოვისმენთ გზავნილებს და ვისაუბრებთ იმ ხედვებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მიმაჩნია, რომ ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია და შესაძლებლობაა, ჩვენი ხმა და პოზიცია დავაფიქსიროთ ევროპელ კოლეგებთან. ეს არ არის კაია კალასი, რომელზეც მკითხეთ, რატომ არ გელაპარაკებიანო. მათ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონთ. ჩვენ შევხვდებით ბელგიისა და ლუქსემბურგის ხელისუფლებებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს