ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 30

ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო

ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულის დღე“. „ჩვენ ბოლო ყრილობა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულის დღე“. „ჩვენ ბოლო ყრილობა…

წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულის დღე“.

„ჩვენ ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ეს ექვსი თვე, მგონია, რომ ათვისებული იქნება ალბათ სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ახლა, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა აქტიურად ვიგებ იმ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ რეფორმების გატარებასთან,“- აღნიშნავს სანიკიძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ პროცესებში ჩართული არ არის, სანიკიძემ მიუგო, რომ ეს ყველაფერი გამიჯვნასთან არ არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა, რომ დროებითი პაუზის აღება მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

„ეს პროცესისგან გამიჯვნასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული, თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით, წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული ამ თვალსაზრისით და მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს და ჯერჯერობით მიმაჩნია და ასე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად გულწრფელი ვარ, რომ რაღაცა ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება, მგონია, რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა...“, - განაცხადა სანიკიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს