ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა. გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა. გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა.

გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტომას დრაკერთან.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე მონაწილეობას მიიღებს PISA 2025-ის რეგიონულ კონფერენციაში, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს განათლების სისტემის მიღწევებზე ისაუბრებს.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია PISA 2025-ის შედეგების რეგიონული მიმოხილვა.

გივი მიქანაძე შეხვედრებს ასევე გამართავს უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს