ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 2

რუხში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით უფასო სამედიცინო სკრინინგის მასშტაბური აქცია ჩატარდა

რუხში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით უფასო სამედიცინო სკრინინგის მასშტაბური აქცია ჩატარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან ს…

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიანი სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადებების ადრეული გამოვლენა ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით. პარალელურად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ზრდასრულ პაციენტებს კარდიოლოგის, ნეიროქირურგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მისი მოადგილე ეკა ადამია, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სერგო ფიფია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს