ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჩინეთში დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჩინეთში დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თაიუენში გამართულ „დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თაიუენში გამართულ „დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თაიუენში გამართულ „დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს გამოცდილებასა და ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

ფორუმის ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანქსის პროვინციის ადმინისტრაცია იყო. ღონისძიებამ 35 ქვეყნიდან 180-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა, მათ შორის ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მინისტრების მოადგილეების დონეზე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მთავარი თემები იყო ენერგეტიკული ტრანზიცია, დაბალნახშირბადიანი განვითარება, ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიები და მწვანე განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთში ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მან ასევე მოინახულა ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოები და ჩინელ პარტნიორებთან საქართველოსა და ჩინეთს შორის ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს